08 ოქტომბერი 2024,   16:40
ვრცლად
ბულგარეთის დედაქალაქში ტერორიზმის საფრთხეა - აეროპორტის ევაკუაცია უკვე განხორციელდა

ამ წუთებში ტერაქტის განგაში და ევაკუაციაა გამოცხადებული სოფიას აეროპორტში.

გავრცელებული ინფორმაციით, პირველ ტერმინალთან მანქანა აღმოაჩინეს, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობაა მოთავსებული.

აეროპორტში სამართალდამცველები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც შენობასთან გაჩერებული, ბარგით სავსე, საეჭვო მანქანა შენიშნეს.

აეროპორტის წარმომადგენლის განცხადებით, ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა მიკროავტობუსში ბომბის არსებობა დაადასტურეს, თუმცა რა სახის ასაფეთქებელი მოწყობილობაზეა საუბარი, არ დაუკონკრეტებიათ.

სოფიას აეროპორტი დროებით დაიხურა.

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები