08 ოქტომბერი 2024,   16:38
ვრცლად
აფეთქება სტამბოლში - წინასწარი ინფორმაციით, არის მსხვერპლიც

რამდენიმე წუთის წინ სტამბოლშო აფეთქება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება მეტროსადგურ ბაირამ ფაშასთან ახლოს, ადგილობრივი დროით 17.15 საათზე მოხდა. 

ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, აფეთქება ძლიერი იყო. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. 

გამოძიება ტერაქტის ვერსიას განიხილავს. ოფიციალური პირების განცხადებით, მეტროსთან ხელნაკეთი ბომბი ამოქმედდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ბაირამფაშას რაიონში უსაფრთხოება გააძლიერეს. მიმდებარე ტერიტორია მთლიანად გადაკეტილია. დეტალების გარკვევამდე შეჩერებულია ტრანსპორტის მოძრაობაც.

არსებული ინფორმაციით, არის მსხვერპლიც. ამ დროისთვის ცნობილია ერთი გარდაცვლილისა და 5 დაშავებულის შესახებ. თუმცა, ჯერჯერობით გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა. 

რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში აფეთქების ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა

 

 

დღის ამბები