08 ოქტომბერი 2024,   16:40
ვრცლად
საქართველოში ISIS-თან შესაძლო კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს - სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა

მედიისთვის დახურული პროცესი - სასამართლომ გურიის სპეცოპერაციის დროს დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საქმეს საიდულო გრიფი ადევს, ამიტომ მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება დახურულ დარბაზში გამოიტანა. მანამდე კი უსაფრთხოების სამსახურმა თავად სპეცოპერაციის ამსახველი კადრები გაავრცელა.

ჩრეკა სოფელ ნასაკირალაში ერთდროულად რამდენიმე ბინაში ჩატარდა, საიდანაც სამართალდამცველებმა ცეცხსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობები, ლიტერატურა, ისლამური სახელმწიფოს დროშები ამოიღეს.

სწორედ დაკავებულების ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის დადგენას ცდილობს გამოძიება. ბრალდებულების თანასოფლელები არიან ის ახალგაზრდებიც, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ ხალიფატის სახელით მუქარის მიმართვა გაავრცელეს.

 

 

ავტორი: ნათია ტრაპაიძე 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები