08 ოქტომბერი 2024,   16:38
ვრცლად
სტამბოლი აფეთქების შედეგად გარდაცვლილის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

სტამბოლის პოლიცია არ ადასტურებს, გუშინ მეტროსადგურთან მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი გარდაცვლილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

როგორც ცნობილია, აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

უკვე ცნობილია რომ აფეთქების მიზეზი ხელნაკეთი ბომბი გახდა, რომელიც სტამბოლის ევროპულ ნაწილში მეტრო სადგურ ბაიარფაშას მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდა.

ინციდენტი პიკის საათში მოხდა და ქალაქის ხელისუფლება იძულებული გახდა დროებით მეტროს მუშაობა შეეჩერებინა. 

დღის ამბები