08 ოქტომბერი 2024,   16:39
ვრცლად
ევაკუაცია ლონდონის ცენტრში - საფრთხე არ დადასტურდა

ევაკუაცია იყო გამოცხადებული ლონდონის ცენტრში, BBC-ს სათაო იფისის მიმდებარე ტეროტირიაზე, რომლის ამსახველი ფოტო მასალაც Twitter-ით გავრცელდა.

ევაკუაციის მიზეზი საეჭვოდ გაჩერებული ავტომობილი გახდა, სადაც პოლიციის ვარაუდით, შესაძლოა ბომბი ყოფილიყო. უსაფრთხოების მიზნით სამართალდამცველებმა მიმდებარე შენობებიდან, მათ შორის BBC-ს ოფისიდან ხალხი გაიყვანეს.

საბოლოოდ კი საფრთხე არ დადასტურდა. რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციას ლონდონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაც ჰქონდა გადაკეტილი, სადაც ერთ-ერთ ქუჩაზე საეჭვო ნივთი შენიშნეს, თუმცა საფრთხის არსებობა არც ამ შემთხვევაში დადასტურდა. 

დღის ამბები