08 ოქტომბერი 2024,   16:40
ვრცლად
"NATO-ს გაფართოებას აღმოსავლეთით მოსკოვი უპასუხოდ არ დატოვებს", - ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი

NATO-ს გაფართოებას აღმოსავლეთით მოსკოვი უპასუხოდ არ დატოვებს - ამ შინაარსის განცხადება ვლადიმერ პუტინის პრეს მდივანმა მონტენეგროს ნატოში მიწვევის შემდეგ გააკეთა.

"მოსკოვი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ შეუძლებელია ალიანსის და მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის ექსპანსიას აღმოსავლეთით არ მოჰყვეს საპასუხო ქმედებები რუსეთის მხრიდან, ინტერესთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ინტერესთა პარიტეტის დაცვის მიზნით," - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

მას არ დაუკონკრეტებია რა ნაბიჯებს გადადგამს მოსკოვი, რადგან მონტენეგროს ნატოში გაწევრიანებაზე საკუთარი პოზიცია ჯერ არც ვლადიმერ პუტინს გამოუხატავს და არც ექსპერტებს შეუფასებიათ.

რუსეთის სათათბიროში კი აღნიშნავენ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების თვალსაზრისით და ახალი გამოწვევების პირობებში, ნატოს გაფართოება უკან გადადგმული ნაბიჯია.

დღის ამბები