08 ოქტომბერი 2024,   16:40
ვრცლად
რუსეთი სირია-თურქეთის საზღვარზე ავტომობილებისა და ტექნიკის გადაადგილების კადრებს ავრცელებს

რუსეთის თავდაცვის უწყება კადრებს ავრცელებს, სადაც სირია-თურქეთის საზღვარზე ავტომობილებისა და ტექნიკის კოლონის გადაადგილებაა ასახული, რაც მათი თქმით, თურქეთის მიერ ისლამური სახელმწიფოსგან ნავთობის შესყიდვის ფაქტს ადასტურებს.

მოსკოვის მტკიცებით, ამ ვაჭრობის შედეგად მოგებას პირადად ერდოღანის ოჯახი იღებს. ბრალდებას თურქეთის პრეზიდენტი კატეგორიულად უარყოფს.

ერდოღანი აცხადებს, რომ მზად არის თანამდებობაც კი დატოვოს თუ ეს ფაქტი დადასტურდება.

ურთიერთობების დაძაბვის ფონზე, რუსეთის მიერ თურქულ პროდუქციაზე დაწესებული ემბარგოს შემდეგ, თურქეთიც არ გამორიცხავს საპასუხო ზომებს. თუმცა, მოსკოვისგან განსხვავებით დიპლომატიური მეთოდებით აპირებს მოქმედებას.

უახლოეს ხანებში კი ბელგრადში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა იგეგმება. მანამდე კი სერგეი ლავროვი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის შეხვდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები