08 ოქტომბერი 2024,   16:39
ვრცლად
კალიფორნია მსოფლიო ყურადღების ცენტრში - სპეც რაზმმა ეჭვმიტანილთა სავარაუდო ადგილსამყოფელი ალყაში მოაქცია

მსოფლიოს ყურადღება ამ წუთებში კალიფორნიის შტატისკენაა მიმართული, სადაც რამდენიმე საათის წინ მომხდარ თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც.

სამი შეიარაღებული პირი ქალაქ სან ბერნარდინოში შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ცენტრში შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ორი მათგანი პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა, ერთ-ერთი მათგანი ქალია.

ამ წუთებში სპეც რაზმს ალყაში აქვს მოქცეული ერთ-ერთი სახლი, სადაც სავარაუდო ეჭვმიტანილი იმყოფება. შემთხვევის ადგილზე აღმოაჩინეს საეჭვო ჩანთაც, სადაც ვარაუდობდნენ, რომ ასაფეთქებელი იყო მოთავსებული, თუმცა ეს არ დადასტურდა. 

მომხდარის მიზეზები უცნობია, თუმცა მას ტერაქტის კვალიფიკაცია ჯერ-ჯერობით არ აქვს. ცენტრის მახლობლად დაშავებულთა ახლობლები არიან შეკრებილები, რომლებიც ბოლო ინფორმაციას ელიან.

თავდასხმა შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საერთაშორისო დღემდე ერთი დღით ადრე მოხდა, რომელიც 3 დეკემბერს აღინიშნება.

 

დღის ამბები