08 ოქტომბერი 2024,   16:38
ვრცლად
მიშელ ობამამ თეთრი სახლი სადღესასწაულოდ მორთო

საშობაო სამზადისია შეერთებულ შტატებში - ქვეყნის პირველმა ლედიმ თეთრი სახლი სადღესასწაულოდ მორთო. ახალ დეკორაციაში 70 ათასამდე ორნამენტი და 62 ნაძვის ხეა გამოყენებული.

მიშელ ობამამ თეთრ სახლში სადღესასწაულო გაფორმებების ფონზე სამხედროების ოჯახები მიიღო.

საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ გაანათეს კაპიტოლიუმის წინაც. თუმცა, სადღესასწაულო ატმოსფეროს მიუხედავად, კალიფორნიაში მომხდარი სროლის გამო, კონგრესის სპიკერმა პოლ რაიანმა სიტყვა გარდაცვლილთა ოჯახების მიმართ სამძიმრით დაიწყო.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები