08 ოქტომბერი 2024,   16:37
ვრცლად
შვეიცარიაში "ფიფა"-ს მაღალჩინოსნები დააკავეს

შვეიცარიის მთავრობამ ფიფას მაღალჩინოსნების დაკავების ოპერაცია დაიწყო. ციურიხში, სადაც ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, ათამდე მაღალჩინოსანი სხვადასხვა მაქინაციურ გარიგებებში მონაწილეობისთვის დააკავეს.

როიტერი ცნობას ამერიკის ნიუ იორკ ტაიმსზე დაყრდნობით ავრცელებს. უკვე ცნობილია, რომ დაკავებულია ჩრდილო და ცენტრალური ამერიკის და კონკააფის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალფრედ ხავიტი, ასევე სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხუან ანხელ ნაპოუტი.

ყველა დაკავებულს ბრალად ფულის გათეთრება ედება. მანამდე შვეიცარიის პოლიციამ ფიფას 7 მაღალჩინოსანი დააკავა.

დღის ამბები