08 ოქტომბერი 2024,   16:36
ვრცლად
"თურქეთი არაერთხელ ინანებს რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას", - ვლადიმერ პუტინი

თურქეთი არაერთხელ ინანებს რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას,- ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა კრემლში, ფედერაციის საბჭოს წინაშე ყოველწლიური მიმართვის დროს განაცხადა.

გამოსვლა რუსეთის პრეზიდენტმა სირიაში სამხედრო ოპერაციაში მონაწილე რუსი მფრინავებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო და დაღუპული სამხედროების ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგო პატივი.

მიმართვის ძირითადი ნაწილი ვლადიმერ პუტინმა სწორედ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხს დაუთმო და აღნიშნა, რომ ამ პროცესში წვლილის შეტანა ყველა ცივილიზებული სახელმწიფოს ვალდებულებაა.

რუსეთის ლიდერმა სიტყვით გამოსვლის დროს თურქეთის ხელისუფლება ისლამისტებთან ნავთობით ვაჭრობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

ამავე თემაზე
დღის ამბები