08 ოქტომბერი 2024,   16:39
ვრცლად
"დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს დამარცხება მხოლოდ ავიაიერიშებით შეუძლებელია"-ჯონ კერი

სირიის კრიზისს განიხილავენ ეუთო-ს მინისტერიალზე, რომელიც სერბეთის დედაქალაქში მიმდინარეობს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით, დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს დამარცხება მხოლოდ ავიაიერიშებით შეუძლებელია.

ჯონ კერი მიიჩნევს, რომ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში არაბული ქვეყნების ძალებით დაკომპლექტებული სახმელეთო ქვედანაყოფებიც უნდა ჩაერთოს.

მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა ფედერიკა მოგერინიც, რომელმაც პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის საქართველოში არსებული კონფლიქტების მოუგვარებლობის გამო შეშფოთება გამოთქვა.

დღის ამბები