08 ოქტომბერი 2024,   16:38
ვრცლად
ბელგრადში თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირისპირ შეხვედრა გაიმართა

თურქული მხარის მოთხოვნით, ბელგრადში თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირისპირ შეხვედრა გაიმართა. სერგეი ლავროვის განცხადებით, მას თავის თურქი კოლეგისგან ახალი არაფერი მოუსმენია. მევლუთ ჩავუს ოღლუ კი პირისპირ შეხვედრის შეფასებისას უფრო ოპტიმისტური იყო და თავისი კოლეგისგან დე ესკალაციის მცდელობა დაინახა.

ოფიციალური ანკარა იმედოვნებს, რომ რუსეთი შეცვლის გადაწყვეტილებას თურქული პროდუქციის ემბარგოსთან დაკავშირებით. სერგეი ლავროვის თქმით, შეერთებული შტატები სწავლობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 2 დღის წინ წარმოდგენილ ვიდეო მასალას, რომლის მიხედვითაც რუსული მხარე ცდილობს დაამტკიცნოს თურქეთსა და ტერორისტულ დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოს შორის ნავთობით ვაჭრობის ფაქტი.

ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე ნატო, თურქეთის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას ცდილობს. შავ ზღვაში ამერიკული სარაკეტო გამანადგურებელი გემი შევიდა, რომელიც უახლესი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებითაა აღჭურვილი.

დღის ამბები