08 ოქტომბერი 2024,   16:37
ვრცლად
თურქეთი და აზერბაიჯანი "ტრანს ანატოლიის" გაზსადენის მშენებლობის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ

თურქეთი და აზერბაიჯანი ტრანს ანატოლიის გაზსადენის მშენებლობის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ. ეს გაზსადენის ის მარშრუტია, რომელიც რუსული პროექტის თურქეთის ნაკადის კონკურენტად ითვლება და საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით აზერბაიჯანულ გაზს ევროპას მიაწვდის.

აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და თურქეთის პრმიერის პირისპირ შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ ტრასეკას პროექტი 2018 წლამდე უნდა დასრულდეს.

ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანული მხრიდან ამის პრობლემა არ არსებობს. მისი ამოქმედების შემდეგ კი თურქეთს 6 მილიარდი, ხოლო ევროპას 10 მილიარდი კუბამეტრი გაზი უნდა მიეწოდოს.

დღის ამბები