08 ოქტომბერი 2024,   16:39
ვრცლად
სამართალდამცველებმა კალიფორნიაში თავდამსხმელების საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს

სამართალდამცველებმა კალიფორნიის შტატში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრში შეჭრილი თავდამსხმელების საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს.

აღმოჩენილია იარაღის არსენალი და ასაფეთქებელი მოწყობილობები. წყვილი თავდასხმის შემდეგ პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა.

ბოლო მონაცემებით, გუშინ მომხდარი ინციდენტს 14 ადამიანი ემსხვერპლა და 21 დაშავდა. თავდასხმის მოტივი პოლიციისთვის ისევ უცნობია. გამოძიებაში ფედერალური ბიურო ჩაერთო.

დღის ამბები