08 ოქტომბერი 2024,   16:40
ვრცლად
გერმანია ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში ერთვება

დიდი ბრიტანეტთის შემდეგ დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ოპერაციაში გერმანიაც ერთვება.

ქვეყნის პარლამენტმა მხარი დაუჭირა გეგმას, რომელიც კოალიციის სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს.

რეგიონში დაზვერვითი სამუშაოებისთვის მოიერიშეებს გაგზავნიან საზღვაო ფრეგატთან და 1 200 ჯარისკაცთან ერთად.

მათი მონაწილეობა ოპერაციაში ერთი წელი გაგრძელდება, რაზეც გერმანიის ხელისუფლება 134 მილიონ ევროს დახარჯავს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიღებული კონსტიტუციის თანახმად, გერმანიას სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების წარმოება ეკრძალება და შესაბამისად სირიაში ავიაიერშებს ვერ განახორციელებს.

 

დღის ამბები