08 ოქტომბერი 2024,   16:35
ვრცლად
პარიზის ტერაქტებთან დაკავშირებით ბელგიელი სამართალდამცველები ორ ახალ ეჭვმიტანილს ეძებენ

პარიზის ტერაქტებთან დაკავშირებით ბელგიელი სამართალდამცველები ორ ახალ ეჭვმიტანილს ეძებენ.

პროკურატურის ცნობით, ორივე მათგანი სექტემბერში თავდასხმების ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორთან, სალაჰ აბდესლამთან, ერთად უნგრეთში იმყოფებოდნენ. ისინი ავსტრია–უნგრეთის საზღვარზე სამართალდამცველებმაც გააჩერეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აბდესლამის თანმხლებ ორივე პირს ყალბი საბუთები ჰქონდა. მოგვიანებით ეს პირადობები ბელგიაში ბინის საქირავებლად და თანხის გადასარიცხადაც გამოიყენეს.

პარალელურად, ევროკავშირი, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ავიამგზავრების მონაცემების გაცვლაზე შეთანხმდა.

სისტემა მოიაცავს როგორც ევროკავშირში შევავალი და გამავალი, ასევე წევრ ქვეყნებს შორის გადაადგილებული მგზავრების პირად მონაცემებს.

დღის ამბები