08 ოქტომბერი 2024,   16:38
ვრცლად
იტალიელმა მაშველებმა ბოლო ორი დღის განმავლობაში 2 ათასამდე მიგრანტი გადაარჩინეს

იტალიელმა მაშველებმა ბოლო ორი დღის განმავლობაში 2 ათასამდე მიგრანტი გადაარჩინეს.

სამაშველო ოპერაცია 11 ნავზე ჩატარდა. არალეგალები ხმელთაშუა ზღვის გავლით იტალიის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდნენ. 

იტალიის სანაპირო დაცვის ცნობით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს ყველაზე მასშტაბური სამაშველო ოპერაცია იყო.

წელს ევროპის ტერიტორიაზე 900 ათასამდე მიგრანტი გადავიდა. არალეგალების ნაკადმა ბოლო პერიოდში უამინდობის გამო იკლო.

დღის ამბები