08 ოქტომბერი 2024,   16:37
ვრცლად
საფრანგეთი VS ISIS - ფრანსუა ოლანდი სირიის სანაპიროსთან იმყოფებოდა

ფრანსუა ოლანდმა დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციაში მონაწილე სამხედროები მოინახულა.

საფრანგეთის ლიდერი რამდენიმე საათით სირიის სანაპიროსთან დისლოცირებული სამხედრო ხომალდის შარლ დე გოლის ბორტზე დაეშვა.

ავიამზიდის პერსონალთან ფრანსუა ოლანდმა ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შარლ დე გოლს მომდევნო ორი დღის განმავლობაში სპარსეთის ყურეში გადაიყვანენ, სადაც ის შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდს შეცვლის და მომავალი წლის მარტამდე დარჩება.

ფრანგული ავიამზიდის ბორტზე 30 თვითმფრინავი და 4 ვერტმფრენია.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები