08 ოქტომბერი 2024,   16:39
ვრცლად
ბრიტანეთმა ISIS-ის პოზიციებზე იერიშები მიიტანა

დიდი ბრიტანეთის ავიაციამ ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე მორიგი იერიშები მიიტანა.

მოიერიშეებმა ომარის ნავთობ-საბადო დაბომბეს, რომელიც უკვე თვეებია, ტერორისტების ხელშია და მათი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.

საერთაშორისო კოალციაში ბრიტანეთი სამი დღის წინ ჩაერთო და უკვე მეორე საჰაერო ოპერაცია ჩაატარა. ISIS-ის წინააღმდეგ კოალიციაში ერთვება გერმანიაც, თუმცა ოფიციალური ბერლინი რუსეთთან სამხედრო ალიანსს კატეგორიულად ემიჯნება.

ერმანია, სამხედრო თვითმფრინავებთან ერთად, სირიაში 1200 ჯარისკაცსაც აგზავნის. 

დღის ამბები