08 ოქტომბერი 2024,   16:37
ვრცლად
ჯონ კერი რუსეთსა და ირანს გაფრთხილებას აძლევს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რუსეთსა და ირანს აფრთხილებს, თავი შეიკავონ ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერისგან. განცხადება ამის შესახებ ჯონ კერიმ ვაშინგტონში, ბრუკინგსის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

მისი თქმით, ბაშარ ასადის მიერ პოსტის დატოვების გარეშე სირიაში ომის შეჩერება შეუძლებელია და ვაშინგტონი მკაცრ ზომებს მიმართავს, თუ რუსეთი და ირანი სირიაში ხელისუფლების პოლიტიკური გადაბარების პროცესის ბლოკირებას შეეცდებიან. ჯონ კერის თქმითვე, სირიის კრიზისთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დეკემბერის ბოლოს ნიუ იორკში გაიმართება. 

დღის ამბები