08 ოქტომბერი 2024,   16:40
ვრცლად
ტერაქტი ლონდონის მეტროში-ერთ–ერთი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია

ლონდონის მეტროში მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს. დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა გვიან საღამოს მეტროსადგურში სამი ადამიანი დაჭრა, ერთ–ერთი მძიმე მდგომარეობაშია.

თვითმხილველების ცნობით, თავდასხმის დროს დამნაშავე ყვიროდა, რომ ამას სირიის გამო აკეთებდა. სამართალდამცველებმა ის ადგილზევე დააკავეს. მომხდარის გამო მეტროსადგურის ცენტრალური ხაზის მუშაობა მთელი ღამის განმავლობაში შეჩერებული იყო.

დღის ამბები