08 ოქტომბერი 2024,   16:38
ვრცლად
3 მილიარდი დოლარის ძვირფასეულობით დატვირთული 300 წლის წინ ჩაძირული გემი კოლუმბიაში აღმოაჩინეს

კოლუმბიის სანაპიროსთან 300 წლის წინ ჩაძირული ესპანური ხომალდი აღმოაჩინეს, რომლის ბორტზეც 3 მილიარდი დოლარის ოდენობის ძვირფასეულობა იყო. ფრაგმენტები საპორტო ქალაქ კარტახენას მახლობლად იპოვეს.

გემი სამხრეთ ამერიკის კოლონიებში მოგროვებული ოქროთი, ვერცხლით, ძვირფასი ქვებითა და სამკაულებით იყო დატვირთული და ის ესპანეთის მეფეს ბრიტანეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომის დასაფინანსებლად უნდა გამოეყენებინა, თუმცა ხომალდზე ბრიტანეთის ძალებმა იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ის ჩაიძირა.

გავრცელებული ცნობით, ეს იყო ყველაზე დიდი რაოდენობის ძვირფასეულობა, რომელიც ზღვაში დაიკარგა.

 

დღის ამბები