08 ოქტომბერი 2024,   16:39
ვრცლად
თავდასხმა ლონდონის მეტროში - პოლიცია მომხდარს ტერორისტულ ინციდენტად აფასებს

ცივი იარაღით თავდასხმა მოხდა ლონდონის მეტროში. დაჭრილია ერთი მოქალაქე. თავდამსხმელი კი პოლიციამ ადგილზე დააკავა. ინციდენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელი ყვიროდა, რომ ეს ყველაფერი სირიის გამო ჩაიდინა.

პოლიცია მომხდარს ტერორისტულ ინციდენტად აფასებს. თავდამსხმელი 29 წლის მამაკაცია, რომელსაც მკვლელობის მცდელობის მუხლით გაასამართლებენ. 

დღის ამბები