08 ოქტომბერი 2024,   16:35
ვრცლად
ტაჯიკეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა - მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება

ტაჯიკეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ბიძგების სიმძლავრე 7,2 მაგნიტუდას აღწევდა და ეპიცენტრი პამირის მთებში იყო.

ამ რაიონში მდებარეობს ტბაც, რომელიც მეცნიერების განცხადებით, ძლიერი ბიძგების დროს შესაძლოა დასახლებებისთვის სახიფათო აღმოჩნდეს. მიწისძვრა იგრძნობოდა დუშანბეშიც. თუმცა, ადგილობრივების თქმით, ბიძგები ძლიერი არ ყოფილა.

გეოლოგიური სამსახურების ცნობით, სტიქია შუა აზიის რეგიონის გარდა, იგრძნობოდა ინდოეთსა და პაკისტანშიც.

დღის ამბები