08 ოქტომბერი 2024,   16:39
ვრცლად
თურქეთი ერაყიდან ჯარის გამოყვანას არ აპირებს

თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთში სახმელეთო ჯარის გაგზავნა დროებით შეაჩერა. თუმცა, უკვე დისლოცირებული ქვედანაყოფების გამოყვანას არ აპირებს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა ანკარაში გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთმა ქვეყნის ჩრდილოეთით სახმელეთო ჯარი შეიყვანა, რომლის მიზანი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლი ადგილობრივი დაჯგუფებების გაწვრთნა იყო.

ერაყმა მათი გაყვანა მოითხოვა და საამისოდ თურქეთს 48 საათი მისცა. პარალელურად ბაღდადში პრობლემის მოსაგვარებალად გამგზავრებას აპირებს თურქეთის პრემიერ-მინისტრი.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აჰმედ დავუთოღლუმ რუსეთზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ მთავრობა მზადაა, ოფიციალურ მოსკოვს საჭიროების შემთხვევაში სანქციები დაუწესოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები