08 ოქტომბერი 2024,   16:37
ვრცლად
თურქეთის პოლიციამ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ტელეარხ "რასია 1"–ის გადამღები ჯგუფი დააკავა

თურქეთის პოლიციამ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ტელეარხ რასია 1–ის (Россия 1) გადამღები ჯგუფი დააკავა, რამდენიმე საათიანი დაკითხვისა და შემოწმების შემდეგ მათი დეპორტაცია მოხდა.

დაკავების მომენტში გადამღები ჯგუფი სირიის სასაზღვრო ქალაქ ჰატაიაში იმყოფებოდა.

რასიას კორესპოდენტი ალექსანდრე ბუზალაძე ყვება, რომ მათ სასაზღვრო ქალაქში ჩასვლის დროს უთვალთვალებდნენ, ხოლო უშუალოდ საზღვარზე მისვლისას კი დაკავება მოხდა.

შემთხვევას უკვე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტების დაკავების ფაქტით იქნება შთაბეჭდილება, რომ ანკარას შეეშინდა თურქეთ-სირიის საზღვარზე მათთვის არასასურველი ფაქტების გამოაშკარავება არ მომხდარიყო. 

დღის ამბები