08 ოქტომბერი 2024,   16:37
ვრცლად
კიევში დივერსანტების ჯგუფის დაკავების ოპერაცია მსხვერპლით დასრულდა

კიევში დივერსანტების ჯგუფის დაკავების ოპერაცია მსხვერპლით დასრულდა. ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად ერთი სპეცრაზმელი დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაიჭრა.

დაკავებულებს შორის ორი რუსეთის, სამი კი უკრაინის მოქალაქეა. გამოძიების ცნობთ, ისინი უკრაინის სხვადასხვა ქალაქში დივერსიების მოწყობას გეგმავდნენ.

სპეცრაზმელებმა ეჭვმიტანილების ბინის ჩხრეკისას იარაღთან ერთად, ასაფეთქებელი მოწყობილობებიც აღმოაჩინეს.

დღის ამბები