08 ოქტომბერი 2024,   16:39
ვრცლად
ხმაური რადაში - პრემიერმინისტრის სიტყვით გამოსვლის დროს დეპუტატებს შორის ჩხუბი ატყდა

ხმაური რადაში – უკრაინის პარლამენტში პრემიერმინისტრის სიტყვით გამოსვლის დროს დეპუტატებს შორის ჩხუბი ატყდა.

მიზეზი ერთერთი პარლამენტარის საქციელი გახდა. პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრი ოლეგ ბარნა ტრიბუნასთან მივიდა და არსენი იაცენიუკს, რომელის პარლამენტარებს წლის ანგარიშს აბარებდა, ვარდების თაიგული მიართვა.

ამისთვის მას სახალხო ფრონტის დეპუტატები გაუსწორდნენ. არ არის გამორიცხული დღეს არსენი იაცენიუკს რადამ უნდობლობა გამოუცხადოს.

სხდომის პარალელურად შენობის გარეთ პრემიერის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

დღის ამბები