08 ოქტომბერი 2024,   16:38
ვრცლად
საუდის არაბეთში ქალები არჩევნებში პირველად იღებენ მონაწილეობას

საუდის არაბეთში ქალები არჩევნებში პირველად იღებენ მონაწილეობას. მათ იმის უფლებაც მიეცათ, რომ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინონ.

საუდის არაბეთში მიმდინარე არჩევნების შესახებ BBC წერს. სტატიაში აქცენტი იმაზეა გაკეთებული, რომ ქალებისთვის საარჩევნო უფლებების მიცემის პარალელურად საუდის არაბეთი ერთად-ერთ ქვეყანად რჩება, სადაც ქალებს ავტომობილის მართვის უფლება არა აქვთ.

საუდის არაბეთში დღეს დაწყებულ მუნიციპალურ არჩევნებში 5938 კაცთან ერთად კანდიდატის სტატუსით 978 ქალი დარეგისტრირდა. ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის მიღებას 130 000-მდე ქალი აპირებს.

BBC იმაზეც წერს, რომ საუდის არაბეთში არჩევნები იშვიათი მოვლენაა. ხმის მიცემის პროცედურა სამეფოს ისტორიაში მესამედ ტარდება.

 

დღის ამბები