08 ოქტომბერი 2024,   16:39
ვრცლად
პუტინმა სირიაში რუსეთის შეიარაღებული ძალების საფრთხის შემქმნელების დაუყოვნებლივი განადგურების ბრძანება გასცა

ვლადიმერ პუტინმა სირიაში ნებისმიერი სამიზნის დაუყოვნებლივი განადგურება ბრძანა, რომელიც ქვეყანაში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს საფრთხეს შეუქმნის.

განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა თავდაცვის გაფართოებული კოლეგიის სხდომაზე გააკეთა.

ვლადიმერ პუტინს კონკრეტულად თურქეთი არ უხსენებია, თუმცა, მისი თქმით, გაფრთხილება ეხება ყველას, ვინც შესაძლოა, რუსი სამხედროების წინააღმდეგ პროვოკაციებს გეგმავდეს.

მიმართვის დროს რუსეთის ლიდერმა ისიც აღნიშნა, რომ მოსკოვი, სირიის სამთავრობო ძალებთან ერთად, ოპოზიციის გამათავისუფლებელ არმიასაც უჭერს მხარს.

პუტინის ამ სიტყვების გამო მოგვიანებით კრემლში განმარტების გაკეთება მოუწიათ.

პრეს–მდივნის თქმით, რუსეთი შეიარაღებას მხოლოდ სირიის ლეგიტიმურ ხელისუფლებას აწვდის.

დღის ამბები