08 ოქტომბერი 2024,   16:37
ვრცლად
პარიზში კლიმატის ცვლილების სამიტის მონაწილეები დოკუმენტის ტექსტზე შეთანხმდნენ

პარიზში მიმდინარე კლიმატის ცვლილების სამიტის მონაწილეები საბოლოო დოკუმენტის ტექსტზე შეთანხმდნენ.

დოკუმენტის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ 2-კვირიანი ინტენსიური მოლაპარაკების შემდეგ მის შინაარსს მხარი 190 ქვეყნის წარმომადგენელმა დაუჭირა.

კონფერენციის დასკვნითი სესია დაგეგმილზე 16 საათით გვიან დასრულდა.

შეთანხმებული ტექსტი ახლა გაეროს 6 ოფიციალურ ენაზე ითარგმნება და მონაწილე ქვეყნების მინისტრებს წარედგინებათ.

დღის ამბები