08 ოქტომბერი 2024,   16:40
ვრცლად
მარგარეტ ტეტჩერის ტანსაცმელი, სამკაულები და ჩანთები კრისტის აუქციონზე გაიყიდება

მარგარეტ ტეტჩერის კუთვნილი ნივთები ლონდონში, კრისტის აუქციონზე გაიყიდება.

400–ზე მეტ ლოტს შორის იქნება დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრის ტანსაცმელი, სამკაულები და ცნობილი ჩანთები.

თითოეული მათგანის საწყისი ფასი რამდენიმე ათასი გირვანქა სტერლინგია.

გასაყიდად არის გატანილი ტეტჩერის საღამოს შავი კაბა, რომელიც მას 70 წლის იუბილეზე ეცვა და არწივის ქანდაკება, რომელიც რკინის ლედის ამერიკის პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა, აჩუქა.

ვაჭრობა 15 დეკემბერს გაიმართება. ის ორგანიზატორებმა მარგარეტ ტეტჩერის 90 წლის იუბილეს დაამთხვიეს.

 

დღის ამბები