08 ოქტომბერი 2024,   16:35
ვრცლად
სირიაში ტერორისტების პოზიციებთან ერთად ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგეთა პოზიციები დაიბომბა

ISIS-ის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის პარალელურად სირიაში ოპოზიციური ძალების პოზიციებიც დაიბომბა.

იერიშების ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტით გავრცელდა. მედია იუწყება, რომ ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგე ძალებს დამასკოსა და ჰომსში შეუტიეს, თუმცა არ აკონკრეტებს რომელი ქვეყნის ავიაციამ მიიტანა იერიშები.

საჰაერო ოპერაციას სირიაში ერთდროულად ატარებენ ასადის არმია, რუსეთი და საერთაშორისო კოალიცია. დასავლეთში კეთდება განცხადებები, რომ რუსეთისა და ასადის რეჟიმის საჰარო ძალები არამხოლოდ აისის-ის პოზიციებს, არამედ მეამბოხეებსაც ბომბავენ, რასაც მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს. 

 

 

დღის ამბები