08 ოქტომბერი 2024,   16:36
ვრცლად
თურქეთის სასაზღვრო დაცვა რუსული სამხედრო ხომალდის მიერ თურქული გემისთვის გახსნილი ცეცხლის ამსახველ ვიდეო მასალას სწავლობს

თურქეთის სასაზღვრო დაცვა იმ ვიდეო მასალას სწავლობს, რომელზეც გუშინ ეგეოსის ზღვაში რუსული სამხედრო ხომალდის მიერ თურქული მეთევზეების გემის მისამართით გახსნილი ცეცხლია ასახული.

რუსეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ თურქული სეინერი 600 მეტრის მანძილზე მიუახლოვდა საბრძოლო ხომალდს. მას შემდეგ, რაც ეკიპაჟმა თურქ მეზღვაურებთან დაკავშირება ვერ შეძლო, გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა.

თურქული გემის კაპიტანი კი ამ ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ მათ გამაფრთხილებელი გასროლა არ გაუგონიათ. ინცინდენტის გამო რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თურქეთის სამხედრო ატაშე დაიბარეს. მომხდარზე ოფიციალურ ანკარას კომენტარი არ გაუკეთებია.

დღის ამბები