08 ოქტომბერი 2024,   16:40
ვრცლად
რუსეთმა შესაძლოა, გაეროს უშიშროების საბჭოს თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნით მიმართოს

დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ნავთობის კონტრაბანდის პრობლემასთან დაკავშირებით რუსეთმა შესაძლოა, გაეროს უშიშროების საბჭოს თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნით მიმართოს.

ამის შესახებ ორგანიზაციაში რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა განაცხადა.

პარალელურად, ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება გრძელდება. ეგეოსის ზღვაში რუსულმა სამხედრო ხომალდმა თურქულ სეინერს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს იყო გამაფრთხილებელი გასროლა, რადგან თურქული თევზსაჭერი გემი 600 მეტრით მიუახლოვდა რუსულ სამხედრო გემს, რის გამოც შეჯახების საფრთხე შეიქმნა.

ინციდენტის გამო, მოსკოვში თურქეთის სამხედრო ატაშეც დაიბარეს. თურქული სეინერის კაპიტანი კი ირწმუნება, რომ გასროლის ხმა მას არ გაუგია.

დღის ამბები