08 ოქტომბერი 2024,   16:38
ვრცლად
ლოს ანჯელესის სკოლები ჩვეულ რეჟიმში მუშაობას დღეიდან განაგრძობენ

ბოლო ინფორმაციით ლოს ანჯელესის სკოლები ჩვეულ რეჟიმში მუშაობას დღეიდან განაგრძობენ. 1000-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება ერთი დღით უსაფრთხოების მიზნით დაიხურა.

ამის მიზეზი კი ანონიმური იმეილი გახდა, რომელიც ქალაქში სკოლაზე მოსალოდნელ თავდასხმას შეეხებოდა, რაც საბოლოოდ ცრუ განგაში აღმოჩნდა. ლოს ანჯელესის ხელისუფლებას კი მოქალაქეების გადაჭარბებული რეაგირების გამო აკრიტიკებენ.

ამ ფაქტზე კომენტარი ვაშინგტონშიც გაკეთდა. თეთრი სახლის განცხადებით, კალიფორნიის ხელისუფლებამ სკოლების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო.

დღის ამბები