08 ოქტომბერი 2024,   16:35
ვრცლად
ბარსელონას სასამართლომ მონსერატ კაბალიეს 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

ბარსელონას სასამართლომ მონსერატ კაბალიეს 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ოპერის ცნობილი მომღერალი გადასახადების დამალვის ბრალდებით გაასამართლეს. საქმე 2010 წელს ჩადენილ დანაშაულს ეხება.

გამოძიების ინფორმაციით, მონსერატ კაბალიემ 500 ათასი ევროს ოდენობის შემოსავალი დამალა და გადასახადები არ გადაუხდია. 82 წლის მონსერატ კაბალიე პროცესს პირადად არ დასწრებია, ის სასამართლოს ვიდეო ზარის საშუალებით ჩაერთო და დანაშაული აღიარა.

ასაკის გამო მომღერალს საპატიმროში არ მოათავსებენ, ის სასჯელს პირობითად მოიხდის. ცნობილ სოპრანოს სასამართლომ 250 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

დღის ამბები