08 ოქტომბერი 2024,   16:36
ვრცლად
სიდნეის რამდენიმე ტორნადომ გადაუარა - არიან დაშავებულები

რამდენიმე ადამიანი დაშავდა სიდნეიში უამინდობის შედეგად. მეგაპოლისს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს და რამდენიმე ტორნადომ გადაუარა.

დაზიანდა ასობით შენობა. ნაწილობრივ ჩამოინგრა სიდნეის სავაჭრო ცენტრის სახურავი, რის გამოც შენობაში ევაკუაცია გამოცხადდა. არიან დაშავებულებიც.

ძლიერ ქარსა და წვიმას სეტყვაც ახლავს თან. სიდნეის მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

უამინდობის გამო შეფეხრდა სარკინიგზო მიმოსვლა, აეროპორტში კი ათობით რეისი გადაიდო. მეტეოროლოგების პროგნოზით უამინდობა რეგიონში კიდევ ორ დღეს გაგრძელდება.

დღის ამბები