08 ოქტომბერი 2024,   16:37
ვრცლად
ამერიკულმა ტელესერიალმა რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატთა ტელედებატები გადაფარა

კიდევ ერთმა ამერიკულმა ტელესერიალმა რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატთა ტელედებატები გადაფარა.

პოლიტიკოსთა რიგით მეხუთე სატელევიზიო კამათი CNN-ის მიერ იყო ორგანიზებული, რომელმაც შესვენების დროს ეთერში პოპულარული ტელეშოუს ბანქოს სახლის ახალი სეზონის ანონსი გაუშვა.

კლიპში ფიგურირებს სერიალის მთავარი გმირი ფრენკ ანდერვუდი.

ის მოსახლეობას ამცნობს, რომ 2016 წლიდან შეერთებული შტატების პრეზიდენტი იქნება.

პრეზიდენტ ანდერვუდს ფილმში კევინ სპეისი ასახიერებს. მისი მონაწილეობით ბანქოს სახლის ახალი სეზონი 2016 წლის მარტში გამოვა.

სერიალის ანონსთან ერთად, ტელეკომპანიამ ვებ გვერდიც შექმნა, სადაც მოსახლეობას შეუძლია ფრენკ ანდერვუდის კანდიდატურას ხმა მისცეს.

 

დღის ამბები