08 ოქტომბერი 2024,   16:35
ვრცლად
აუქციონზე პრინცესა დაიანას საქორწინო ტორტის ნაჭერი იყიდება

ლოს ანჯელესის აუქციონზე პრინცესა დაიანას საქორწინო ტორტის ნაჭერი იყიდება. ონლაინ ვაჭრობა დღეს იწყება. 34 წლის წინ გამომცხვარი ტორტის ნაჭრის საწყისი ფასი ათას 100 დოლარია.

ის იმავე ყუთშია შეფუთული, რომლითაც ტორტი პრინცესა დაიანას და პრინც ჩარლზს 1981 წლის 29 ივლისს მიართვეს. სამეფო მიღებას მაშინ 120 ადამიანი ესრებოდა.

მეორე ლოტი, რომელიც აუქციონზე გაიყიდება, ჯონ კენედის კუთვნილი მუხის სარწეველა სკამია. მისი საწყისი ფასი 70 ათასი დოლარია.

დღის ამბები