08 ოქტომბერი 2024,   16:38
ვრცლად
უკრაინელ მფრინავს ნადია სავჩენკოს მოსკოვის სასამართლომ დღეს პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა

უკრაინელ მფრინავს ნადია სავჩენკოს მოსკოვის სასამართლომ დღეს პატიმრობის ვადა 16 აპრილამდე გაუხანგრძლივა. ამ გადაწყვეტილების გაპროტესტების ნიშნად სავჩენკომ პროცესის დასრულებამდე შიმშილობა გამოაცხადა.

დღესვე მან სასამართლო დარბაზში სიმბოლურად შეკითხვა დაუსვა რუსეთის პრეზიდენტს, რომელიც პრეს კონფერენციას მართვს. სავჩენკომ კითხვა უკრაინულ ენაზე საკუთარ მაისურზე წაიწერა, მისი შინაარსი კი ასეთია: "როდის გაათავისუფლებთ უკრაინელებს, რომლებიც ამ დრომდე უკანონოდ გყავთ რუსეთის ციხეებში?"

ოფიციალური მოსკოვი უკრაინელ მფრინავს ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში ადანაშაულებს.

დღის ამბები