08 ოქტომბერი 2024,   16:36
ვრცლად
"ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო

ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო. მისი ავტორები რუსეთი და შეერთებული შტატები არიან.

რეზოლუცია ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოსთვის ფინანსური წყაროების ჩაკეტვას ითვალისწინებს. სანქციები ნებისმიერი ორგანიზაციის მიმართ ამოქმედდება, რომელსაც დაუმტკიცდება, რომ ისლამური სახელმწიფოსგან რაიმე სახის შესყიდვებში მონაწილეობს.

სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ელჩმა უშიშროების საბჭოში, ვიტალი ჩურკინმა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა სირიისა და ერაყის მეზობელ ქვეყნებს დააკისრა.

დღის ამბები