08 ოქტომბერი 2024,   16:40
ვრცლად
უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე ქართველი ჯარისჯაცი დაიჭრა

უკრაინაში ქართველი სამხედრო დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი 2-ს უკრაინაში მებრძოლმა ჯარისკაცმა დავით მაყიშვილმა დაუდასტურა. მისივე ინფორმაციით ზაზა ბიწაძე დონეცკის ოლქის სოფელ ზაიცოვოში ფრონტის წინა ხაზზე დაიჭრა.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით ზაზა ბიწაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია და ის ქალაქ არტიომოვსკის საველე ჰოსპიტალშია მოთავსებული, საიდანაც უახლოეს საათებში მას ქალაქ ხარკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.

რუსთავი 2 ამ წუთებში დამატებითი დეტალების დაზუსტებას ცდილობს. 

დღის ამბები