08 ოქტომბერი 2024,   16:36
ვრცლად
თურქმა სამართალდამცველებმა სტამბოლის აერიპორტში ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ორი ეჭვმიტანილი დააკავეს

თურქმა სამართალდამცველებმა სტამბოლის აერიპორტში ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ორი ეჭვმიტანილი დააკავეს. მათ 148 ცალი ყალბი ევროპული პასპორტი და სიმბარათები აღმოაჩნდათ.

ერთე-რთი დაკავებული წარმოშობით თურქი ბელგიელია, რომელიც სპეცსამსახურების ყურადღების ცენტრში ქურთ სეპარატისტებთან კავშირის გამო მოექცა.

თურქეთი საკუთარ ტეროტირიაზე ISIS-თან ერთად ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგაც ატარებს სპეცოპერაციას, რასაც ეთნიკური ქურთები აპროტესტებენ. მათ მორიგი დემონსტრაცია დიარბაკირში გამართეს და ანკარას ოპერაციის შეწყვეტა მოსთხოვეს.

აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი და რეზინის ხელკეტები გამოიყენეს. 

დღის ამბები