08 ოქტომბერი 2024,   16:36
ვრცლად
აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა შვეიცარიაში

შვეიცარიაში ერთმანეთს სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები შეხვდნენ. სერჟ სარგსიანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის შუამავლობით გაიმართა. 

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.   

ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის ჯეიმს უორლიკის ინფორმაციით, შეხვედრა ერთ საათზე მეტს გაგრძელდა. სხვა დეტალები უცნობია.

მოგვიანებით, სერჟ სარგსიანსა და ილჰამ ალიევს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ედვარდ ნალბანდიანი და ელმარ მამედიაროვი, ასევე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები შეუერთდნენ.

დღის ამბები