08 ოქტომბერი 2024,   16:37
ვრცლად
დაღუპული 18 ადამიანი - ქალაქ ბოდრუმის მახლობლად მიგრანტების ხის ნავი ჩაიძირა

მორიგი ტრაგედია თურქეთის სანაპიროსთან. ქალაქ ბოდრუმის მახლობლად, ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების ხის ნავი ჩაიძირა. შედეგადაც 18 ადამიანი დაიღუპა, 14 კი გადაარჩინეს. გარდაცვლილთა შორის 10 ბავშვია.

კატასტროფის შესახებ თურქეთის სანაპირო დაცვის თანამშრომლებს მეთევზეებმა შეატყობინეს, რომლებმაც ყვირილი გაიგონეს.

გავრცელებული ცნობით, არალეგალები, რომელთა შორისაც ერაყის, პაკისტანისა და სირიის მოქალაქეები იყვნენ, თურქეთიდან საბერძნეთში გადასვლას ცდილობდნენ.

დღის ამბები