08 ოქტომბერი 2024,   16:35
ვრცლად
ISIS-ის გაძლიერებაში ჰილარი კლინტონი ბაშარ ალ ასადის რეჟიმს ადანაშაულებს

ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა იყო შეერთებულ შტატებში, პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატებს შორის გამართული მორიგი სატელევიზიო დებატების მთავარი თემა.

დებატები, რომელშიც სამი პოლიტიკოსი მონაწილეობდა, ნიუ ჰემფშირში გაიმართა. კანდიდატები ერთმანეთს ყველაზე მწვავედ სწორედ სირიის კრიზისის განხილვის დროს დაუპირისპირდნენ.

ჰილარი კლინტონმა ისლამური სახელმწიფოს გაძლიერებაში ბაშარ ასადის რეჟიმი დაადანაშაულა, დონალდ ტრამპს კი მუსლიმების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო დაჯგუფების საუკეთესო ლობისტი უწოდა, მისმა კონკურენტებმა კი აღნიშნეს, რომ ვაშინგტონმა სხვა ქვეყნებში ხელისუფლების ცვლილებაზე მეტად, რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლაზე უნდა იფიქრონ.

პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატებს შორის ამ დრომდე ჰილარი კლინტონი ლიდერობს.

დღის ამბები