08 ოქტომბერი 2024,   16:37
ვრცლად
რუსული მედიის ცნობით ადგილობრივი სპეცსამსახურები საქართველოში ტერორიზმში ეჭვმიტანილ გოგონას ეძებენ

რუსული მედია ირწმუნება, რომ ქვეყნის სპეცსამსახურები საქართველოში მყოფ 21 წლის გოგონას ეძებენ, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების მოწყობას გეგმავს.

ტელეკომპანია ლაიფ ნიუსის ცნობით, ეჭვმიტანილი სიმსივნითაა დაავადებული და ის ტერორისტებმა, შესაძლოა ეგვიპტეში მკურნალობის დროს გადაიბირეს. სამართალდამცველ ორგანოებზე დაყრდნობით, ტელეკომპანია იუწყება, რომ რუსეთის მოქალაქე გარკვეული პერიოდის შემდეგ ეგვიპტიდან თურქეთში, იქიდან კი 4 რუს მებრძოლთან ერთად, საქართველოში გადავიდა.

რუსეთის სპეცსამსახურების ვარაუდით, გოგონა სწორედ მათი დახმარებით გეგმავს ტერაქტის მოწყობას სამშობლოში.

დღის ამბები