08 ოქტომბერი 2024,   16:37
ვრცლად
"ჰესბოლას" ერთ–ერთი ლიდერი სამირ კანტარი ავიაიერიშის დროს მოკლეს

ავიაიერიშსს სირიის დედაქალაქ დამასკოში "ჰესბოლას" ერთ–ერთი ლიდერი სამირ კანტარი ემსხვერპლა. თავდასხმაში ლიბანური დაჯგუფება ისრაელს ადანაშაულებს, თუმცა ქვეყნის არმია მომხდართან კავშირს ამ დრომდე არც უარყოფს და არც ადასტურებს.

კანტარი საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებული თავდასხმისა და 4 ადამიანის მკვლელობის გამო ისრაელში 1979 წელს გაასამართლეს, თუმცა 2008 წელს ჰესბოლასთან ტყვეების დაცვის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ჰესბოლას მებრძოლები სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის მხარეს იბრძვიან.

დღის ამბები